ავტოავარიის შედეგად ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სოფელ ქისტაურში მერსედესის მარკის ავტომობილი ხიდის მოაჯირს დაეჯახა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ავტომობილის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ, თუმცა მძღოლის, 68 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია.