ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკოსებს სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა, რის შემდეგაც მედიასთან განცხადება გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო სპეცოპერაციაში ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს, სპეკულიაცებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. რა თქმა უნდა, შეკითხვები შეიძლება დაისვას. ბუნებრივია, არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის საფრთხე განეიტრალებულია და ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხოა.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....