ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს ქუჩაში, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მოქალაქის გვამი სპეცოპერაციის ადგილას. ჯერჯერობით უცნობია, ეს არის სავარაუდო ტერორისტი თუ რიგითი მოქალაქე. დიდი ალბათობით, ეს არის ერთ-ერთი ტერორისტი.
შეგახსენებთ, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დასრულდა, – ინფორმაცია სუს-მა დაადასტურა. მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს სპეცრაზმი, ჯავშანტექნიკა და სახელმწიფო უსაფრთხოების ავტომობილები.
სპეცოპერაცის შედეგად, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია.
ასევე, სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი.
ოფიციალური ცნობები მოგვიანებით გახდება ცნობილი.