თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, პოლიციას დაახლოებით 200 მეტრის ყვითელი ლენტი აქვთ გადაჭიმული ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციას უსაფრთხოების სამსახური ატარებს და ცდილობს დააკავოს 2 უცხოელი, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები. აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ რაიონში ელექტროენერგია უკვე 3-ჯერ გამოირთო და ჩაირთო.
რა ხდება კონკრეტულად, და როგორ დასრულდება სპეცოპერაცია “მეტრონომი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.