ნიუ-იორკის შტატში მდებარე კოსმეტიკის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ქარხანაში დაშავებულთა რიცხვი 20 იყო ახლა კი 125-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2 აფეთქება ქალაქ ნიუ-ვინდზორში “Verla International”-ის ქარხანაში გუშინ მოხდა.