საფრანგეთში თანამემამულის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.
ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბულონ-სულ-მერში მოხდა.
ადგოლობრივი მედიის ცნობით, დაკავებული 46 წლის ქართველი მძღოლია, რომელსაც ბრალად 30 წლის ქართველის მკვლელობა ედება.
გამოძიების ცნობით, მკველელობა პორტის ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა, ქუჩაში იპოვეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, როგორც ფრანგული მედია იუწყება, ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება ღამის საათებში მოხდა.