ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ხუხაშვილი: ლიბერალების ლოგიკით, ხელოვნების ნიმუშის ქურდიც შეიძლება ხელოვნების სიყვარულისთვის დაჯილდოვდეს

ლიბერალური ელიტა გვეუბნება, რომ “ნულოვან ტოლერანტობას” ტოლერანტობისთვის მიღებულ ჯილდოსთან კავშირი არა აქვს და როგორც სჩვევიათ, არაკომპეტენტურობაში გვამხელენ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს:

მათი ლოგიკით ხელოვნების ნიმუშის ქურდიც შეიძლება ხელოვნების სიყვარულისთვის დაჯილდოვდეს. ეს იყო იმ ხელისუფლების მთავარი პრობლემა და როგორც ჩანს, დღემდე ვერ ხედავენ ადამიანების უფლებების დაცვის უკან ცოცხალ ადამიანებს.“-წერს გია ხუხაშვილი.

კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული ჯილდო დააბრუნა.

მისი თქმით, პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.

16 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის პოლიტიკოსები, მწერლები და მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

 

მწერალი ნაირა გელაშვილი სახალხო დამცველს ჯილდოს უბრუნებს

 

ნაირა გელაშვილი: “სახალხო დამცველის იდეა ჩაგრულთა და არა მოძალადეების გვერდით დადგომაა”

 

 

იტვირთბა....