აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ტრამპმა მთავრობის წევრებთან თეთრ სახლში გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპი ფხენიანის მიმართ ახალი სანქციების შემოღების ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიაში დაბრუნდება.
“აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად მიიჩნევს. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო”, – განაცხადა ტრამპმა.
ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორების სიიდან ჯორჯ ბუშმა 2008 წელს ამოიღო.
სანქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიძლება კიბერშეიარაღება გამოიყენოს.