ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობის სტრუქტურული კანონპროექტის ცვლილების ინიცირება 22 ნოემბერს იგეგმება

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება 22 ნოემბერს მოხდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობამ 15 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უქმდება.” – დაადასტურეს ადმინისტრაციაში.

იტვირთბა....