ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამჟამად საქართველოში 200-მდე ვირუსი ცირკულირებს და მასზე ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ”

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი  პაატა იმნაძე აცხადებს, რომ  საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა და მის გამოჩენას ელის, თუმცა მის გარდა ამჟამად საქართველოში 200-მდე ვირუსი ცირკულირებს.

იმნაძის განცხადებით, გავრცელებულ ვირუსებს სიცხე, ხველა და სურდო ახასიათებს. მისივე თქმით, ანტიბიოტიკები არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებენ, შესაბამისად ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე არავინ უნდა მიიღოს.

„ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა და მის გამოჩენას ველოდებით, თუმცა მის გარდა ამჟამად საქართველოში 200-მდე ვირუსი ცირკულირებს“, -განაცხადა იმნაძემ.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....