ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

დევიდ ლინჩი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია

ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოშია. ის, საკუთარი ფონდის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტს ესტუმრა. სტუმრებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ უმასპინძლეს. შეხვერდას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

რეჟისორი დღეს წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. ფონდის დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

ადგილზე სტუმრებს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დახვდნენ.

დევიდ ლინჩის ფონდი საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტისა და A კლასის კინოფესტივალის დაარსებაზე მუშაობს, ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ასევე, ტრავმული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

დევიდ ლინჩი საქართველოში 18 ნოემბერს ჩამოვიდა.

იტვირთბა....