ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ოპტიმიზაცია ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებითაც მოხდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განცხადება გააკეთა.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცლებს.

“ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება. ჩვენ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით, თუ რა ფორმით მოხდება ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების ჩვენს სამინისტროში ინტეგრაცია. ოპტიმიზაცია აუცილებლად იქნება არა მხოლოდ ამ კუთხით, არამედ თვითონ სამინისტროში არსებული სტრუქტურის სერიოზული ოპტიმიზაციაც მოხდება. ჩვენი მთავარი მიზანია, იყოს ოპტიმალური და მოქნილი აპარატი, რომელიც გაუმკლავდება გამოწვევებს, რაც გვაქვს განათლების და მეცნიერების მიმართულებით”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებების თანახმად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო უქმდება და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილი მიხეილ ჩხენკელის უწყებას უერთდება.

იტვირთბა....