ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოციალური დაცვის სააგენტო: აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს სხეულზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა

აფხაზეთიდან ზუგდიდის კლინიკაში 2 წლის და 9 თვის ბავშვი გადმოიყვანეს. დაშავებული ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავდმყოფოში დედამ მიიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2 წლის ბავშვს ფიზიკურად მამინაცვალი შეეხეო.

სოციალური დაცვის სააგენტოს იურისტი უტა მიქაძე აღნიშნულ ფაქტზე კომენატრს აკეთებს.

“შეტყობინება მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საავადმყოფოში იმყოფებოდა სოციალური მუშაკი, რომელმაც აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვი მოინახულა. ბავშვს სხეულზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვი კი მინდობით აღზრდის ფარგლებში ერთ-ერთ ოჯახში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, დედას აქვს უფლება ის ნებისმიერ დროს მოინახულოს,”- აღნიშნა უტა მიქაძემ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის მზია გერგედავას თქმით კი, ბავშვს სახეზე შეშუპება, სილურჯე და სხვა სახის რბილი ქსოვილის დაზიანებები აღენიშნებოდა.

“დაზიანებები ასაკთან შეუსაბამო იყო. ადგილზე მოვიდა სოციალური მუშაკი, გაარკვია საქმის ვითარება. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაწერილია საავადმყოფოდან,” – აღნიშნა მზია გერგედავამ.

როგორც ცნობილია, შსს-მ გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე უკვე დაიწყო. არსებული ინფორმაციითვე, ბავშვის მამინაცვალი დაკავებულია.

იტვირთბა....