ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იან კელი: ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი იმედი გვაქვს ომბუდსმენი დამოუკიდებელი იქნება

ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი სახალხო დამცველის ინსტიტუტს დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევს.

“მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველის ოფისი დიდ როლს თამაშობს.

შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას”, – აღნიშნა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილის უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება.

იტვირთბა....