დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთაბ საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში საახალწლოდ ქალაქის მორთვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობის დახმარებისა და ჩართულობის იმედი აქვს:
„საახალწლოდ ქალაქის მოსართავად სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გავაკეთებ შესაბამის განცხადებას, დამჭირდება დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება, ჩართულობა ამ მიმართულებით და მჯერა, ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.