არგენტინის საჰაერო-საზღვაო ძალები უკვე 2 დღეა ვერ უკავშირდებიან წყალქვეშა ნავს “სან-ხუანს”, რომელიც ატლანტის ოკენეში იმყოფება. ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაცია ბოლოს 15 ნოემბერს დილით ჰქონდათ.
არგენტინამ სამძებრო სამუშაოები დაიწყო, რომელშიც ჩართულია გამანადგურებლები, ორი ფრეგატი და თვითმფრინავები.
წყალქვეშა ნავზე ეკიპაჟის 44 წევრია.