ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მმართველი გუნდის წევრები “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრას მართავენ

მმართველი გუნდის წევრები “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრას მართავენ. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, დეპუტატები 2018 წლის ბიუჯეტზე და ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, საუბარი შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატსაც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ უახლოეს მომავალში უნდა დაასახელოს.

ომბუდსმენობის კანდიდატების შესახებ ახალი ინფორმაცია 14 ნოემბერს გავრცელდა. კანდიდატებს შორის არიან: ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი, სოფო ხორგუანი, თამარ ქალდანი და სოფო ჯაფარიძე.

 

იტვირთბა....