ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნანუაშვილი კობახიძეს: რას ნიშნავს, რომ სახალხო დამცელი პოლიტიკური ფიგურაა

პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, რომელმაც სახალხო დამცველი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა, თავად უჩა ნანუაშვილმა უპასუხა, თუმცა ომბუდსმენი კობახიძისგან განმარტებებს ელოდება თუ კონკრეტულად რა იგულისხმა თავმჯდოამრემ, როდესაც თქვა, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურაა.

„მე ველი კონკრეტულ განმარტებას რას გულისხმობს ბატონი ირაკლი, იმაში რომ სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. სახალხო დამცველი არ ფიქრობს, რომ რომელიმე მისი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ცდილობდა მაქსიმალურად ობიექტური და ნებისმიერი გავლენისგან მაქსიმალურად თავისუფალი ყოფილიყო, რაც ვფიქრობ რომ შევძელი“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც შერჩევის პროცესი დაეფუძნება.
„ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას. მიუკერძოებლობა, მათ შორის — პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ის კრიტერიუმებია რომელსაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი “, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონმდებლობის თანახმად, სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

იტვირთბა....