გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ უკრაინული მხარის შეთავაზებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.
ამის შესახებ “Deutsche Welle” იუწყება.
დოკუმენტს მხარი 71 ქვეყანამ დაუჭირა, 25 წინააღმდეგ გამოვიდა, 77-მა კი თავი შეიკავა.
დეკემბერში დოკუმენტს საყოველთაო კენჭისყრაზე გაეროს გენერალურ ასამბლეზე გაიტანენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ყირიმში ადამიანის უფლებების შესახებ გაეროში რეზოლუციის განახლებული პროექტი წარადგინა. მასში არის მოწოდება ყირიმელი თათრების მეჯლისის (პარლამენტი) საქმიანობის დაუყოვნებლივ აკრძალვისა და ექტრემისტურ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ.