ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უჩა ნანუაშვილი ბრალდებებს გვიყენებს”: კილაძე ომბუდსმენის ანგარიშზე

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უჩა ნანუაშვილი ბრალდებებს გვიყენებს, რომლებიც არგუმენტებით გამყარებული არაა,- საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე უჩა ნანუაშვილის შეფასებებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოეხმაურა. თუმცა კილაძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არგუმენტებს არ გაცნობია:

“ჯერ ბოლომდე არ არის მისული ეს საქმე, უნდა დაველოდოთ იმას, რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ზოგადად ეს არის ძალიან ფაქიზი თემა ბევრი გარემოების გამო და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მივადევნოთ თვალ-ყური და მართლაც ლუპით დავაკვირდეთ, ამ შემთხვევაში პარლამენტის მხრიდან საკონტროლო ფუნქცია რაც არის, უნდა შევასრულოთ ღირსეულად. აქ საუბარია კონკრეტულ სავარაუდო დარღვევებზე სახალხო დამცველოს მხრიდან, მანამ სანამ არ გავეცნობი რა ფაქტები აქვს მას, ესეთი აბსტრაქტული ბრალდებები, არაარგუმენტირებული ბრალდებები მისგან ხშირად მომისმენია სამწუხაროდ”, – აცხადებს სოფო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ომბუდსმენმა დეკანოზის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. ნანუაშვილის თქმით, მისი აპარატი იყო ერთადერთი ნეიტრალური ორგანო, რომელმაც პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

იტვირთბა....