ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოკორეელებმა დონალდ ტრამპს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოკორეულ გაზეთში გავრცელდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩრდილოეთ კორეას, როდესაც აზიური ტურნეს ფარგლებში, ფხენიაში “სასტიკი დიქტატურის” არსებობა გამოაცხადა. სწორედ ეს გახდა, ჩრდილოკორეელი ხალხის მიერ ტრამპისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მიზეზი, – წერია გაზეთში.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ფხენიანის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან დამეგობრება სურს.

მანამდე, ორივე ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი-რაკეტა“ უწოდა, რომელიც თვითმკვლელის მისიას ასრულებს. მან დასძინა, რომ თუკი ფხენიანი აშშ-ს საშიშროებას შეუქმნის, ის განადგურდება.

კიმ ჩენ ინმა ტრამპის გამოსვლას გაეროში „სულელური“, ამერიკის პრეზიდენტს კი „ბებერი“ უწოდა.

იტვირთბა....