პრემიერი-მინიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე მინისტრთა ახალ კაბინეტს სიტყვით მიმართა.
“მინდა ხაზი გავუსვა სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას. ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თავლსაზრისითაც ყველანი ამას დავინახავთ. მინდა მივულოცო მიხეილს და მამუკას ჩვენი გუნდის წევრობა. მინდა წარმატება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს და სანდრო ჯეჯელავას და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტი დღეს გამოგავქვს მთავრობის სხდომაზე და გადავაგზავნით პარლამენტში,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.