გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მინისტრის სამივე მოადგილემ შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა დაწერეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალადაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილიც ასევე ემშვიდობებიან სამსახურს.
განცხადების დაწერას აპირებს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი დავით ნატრიაშვილი.
ამ დრომდე არსებული იფნორმაციით, თანამდებობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანიც ტოვებს.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი გახარია მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა.