თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება დადებითაც შეაფასა.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაც იყო ოპტიმიზაცია და პრემიერი გადაწყვეტილება მრავალწლიანი მსჯელობის შედეგია.
“ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოების მხრიდანაც იყო დაკვეთა ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ეფექტურია ამდენი სამინისტროს არსებობა.
ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურები, ისევე როგორც მერია უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანებზე. უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურები და შესაბამისად ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ განპირობებულია და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი უკეთესობისკენ. ყველა ცვლილება იმასთან, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. შესაბამისად მე პრემიერის გადაწყვეტილებას მივესალმები და საინტერესო იქნება როგორ განახორციელებს, შერწყმით ეს სამინისტროები მუშაობას.
სამინისიტროების გაერთიანებაზე გუნდში მსჯელობა მსჯელობა იყო და ერთხმად იქნა გადაწყვეტილი, რაც გუნდის ლიდერმა წარმოადგინა.” – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და მერიის მომავალი გეგმები გაამხილა.
“სოვიალური ფონი არის ძალიან მძიმე. შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დაცვაზე. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება შევამციროთ სიღარიბე თბილისში. ამისთვის ახალი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, ბიზნესს უნდა შევუწყოტ ხელი. თბილისის მერია ყველა ადამიანისთვის მოსახერხებელი უნდა გახდეს. ჩვენ ამ მიმართულებით ძალაინ აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ რასაც ვგეგმავთ, კორუფცია მოდის წინააღმდეგობაში. არავის დავინდობთ, ვინც რაიმე სახით დაგეგმავს, კორუფციის მიმართულებით იქნება შემჩნეული, კანონის ფარგლებში,” – აღნიშნა თბილსიის მერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. დღეს, პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, გარკვეული სამინისტროები ერთმანეთს უერთდება და მათ ახალი მინისტრები უხელმძღვანელებენ.