ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის”ცვლილებების პროექტი ინიციატორებმა უკან გაითხოვეს

საზოგადოებრივ მაუწყებლთან დაკავშირებით “საბიუჯეტო კოდექსსა“ და “ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ინიციატორებმა უკან გაითხოვეს.

ეს ის ცვლილებებია, რომლის თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნებისმიერი სიახლის, ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მესამე თავი არ გავრცელდება.

ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი მიიღებს.

რაც შეეხება “საბიუჯეტო კოდექსთან“ დაკავშირებულ ცვლილებებს, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის საბიუჯეტო პროცესის მართვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება.

“აღნიშნული საკითხები საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია. მას აღარ ვიხილავთ და დღის წესრიგიდან მოვხსენით, რადგან იყო აზრთა სხვადასხვაობა“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა გიორგი ხატიძემ.

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხის განხილვას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე კერძო ტელევიზიების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა იკამათეს.

იტვირთბა....