დიდი ბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შეთანხმებას საბოლოოდ უყრის კენჭს. ამის შესახებ ევროკავშირის დატოვების საკითხებში მინისტრმა დევიდ დევისმა განაცხადა.
დევისის განცხადებით, კენჭისყრის შემდეგ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პირობები, მათ შორის თანხის გადახდის, მოქალაქეთა უფლებებისა და გარდამავალი შეთახნმებები კანონად იქცევა.
ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.