ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კონკრეტული ფაქტი დაასახელეთ, ბატონო ირაკლი”: უჩა ნანუაშვილი პარლამენტის სპიკერს კითხვით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, რომელიც მან გადაცემა ”360 გრადუსში” გააკეთა, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსლში პასუხობს და მას კითხვას უსვამს. კობახიძემ გადაცემაში განაცხადა, რომ მოქმედი სახალხო დამცველის ქმედებებში პირდაპირი პოლიტიკური მიკერძოებულობა შეინიშნება.

“სახალხო დამცველის პოლიტიკური მიკერძოების კონკრეტული ფაქტი დაასახელეთ, ბატონო ირაკლი” – კითხვას უსვამს ნანუაშვილი კობახიძეს.

“სახალხო დამცველი ცდილობს გამოვიდეს როგორც პოლიტიკური ფიგურა, რაც მის კონსტიტუციურ როლს არ შეესაბამება. რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმებს, ჩვენ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ შემთხვევაში ადამიანი არ უნდა იყოს ჩვენს გუნდთან დაკავშირებული. მთავარია, ის არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. სახალხო დამცველი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მაგალითზე ისეთი კანდიდატურის შერჩევა მოვახერხეთ, რომლის მიმართ არანაირი კითხვის ნიშანი არ დასმულა. ასეთივე კანდიდატურის შერჩევას მოვახერხებთ სახალხო დამცველის პოსტზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “360”-ში.

იტვირთბა....