ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: “ივანიშვილმა გადაწყვიტა სრული კონტროლი მოიპოვოს ყველა ძალოვან სისტემაზე”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, ის ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, აკონტროლებს ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში და თავადაც აქვს ბიზნესი იმავე ქვეყანაში.

დეკანოიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განადაწყვიტა სრული კონტროლი მოიპოვოს ყველა ძალოვან სისტემაზე.

“დიდი ხანი ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბატონი მღებრიშვილი, რომელსაც უკავშირდება გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა გადადმგარიყო, რადგან არ გამოძიებულა მუხთარლის საქმე, რეპერების საქმე, არავინ დასჯილა კილაძის შვილის საქმეზე, იმიტომ რომ იყო ჩადებები, უკანონო თვალთვალი, არაობიექტური მართლმასაჯულება ხორცილდება ქვეყანაში.

ის გადააყენე,ს თუმცა შეუქმნეს საგანგებო სიტუაციების სამსახური და გაზარდეს ბიუროკრატია, რომ კარგი ხელფასი ჰქონდეს და კარგი მანქანა ემსახურებოდეს. არ დაისჯება არცერთ გამოუძიებელ საქმეზე, მაგრამ ბატონი გახარია, რომელსაც დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში, იგი ასევე აკონტროლებს ივანიშვილის ბიზნესს და ქონებას რუსეთში, ხელდასმულია რუსეთის მთავრობისგან,რადგან წარმოუდგენელია, რომ რუსეთში ვინმეს ჰქონდეს ბიზნესი და არ ჰქონდეს ძალიან კარგი ანტისახლმწიფოებრივი კონტაქტები რუსეთში. ეს ადამიანი მხოლოდ ამიტომ გახდა შს მინისტრი, მას არ გააჩნია არც კომპეტენცია არც სამართალმცოდნეა. დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ აქვს, როგორ მუშაობს პოლიციის სისტემა. მინისტრი გახდა იმიტომ რომ არის ივანიშვილის გარემოცვის ახლო წევრი. ივანიშვილმა გადაწყვიტა სრული კონტროლი მოიპოვოს ყველა ძალოვან სისტემაზე“-აცხადებს ხატია დეკანოიძე ,,იბერიას“ ეთერში.

ცნობისთვის, დღეს კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ახალი მინისტრობის კანდიდატების და სამინისტროების სია წარმოადგინა.

იტვირთბა....