ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიუროკრატიული ხარჯები სხვანაირად ვერ შემცირდება: ჩუგოშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აფასებს. მისი თქმით, რა საკადრო შემცირებებს, ან ცვლილებებს გამოიწვევს სამინისტროების გაერთიანება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ბუნებრივია, უწყებების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მინიმალური რესურსით მაქსიმალური შედეგი იქნას მიღწეული და ბუნებრივია, რომ ადამიანების რაღაც რაოდენობისთვის ეს შეიძლება მტკივნეული იყოს და მესმის, მაგრამ როცა ბიუროკრატიის შემცირებაზე ვსაუბრობთ, სხვანაირად ამ ხარჯების შემცირება ვერ მოხდება“, – განმარტავს ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. დღეს, პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ  ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, გარკვეული სამინისტროები ერთმანეთს უერთდება და მათ ახალი მინისტრები უხელმძღვანელებენ.

იტვირთბა....