aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: კონკურენტების მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება ხდებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

არჩილ თალაკვაძემ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესი შეაფასა.

“დღის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ყველა უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, მყარი უპირატესობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ უპირატესობას დღის ბოლომდე კიდევ უფრო გავზრდით”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებას.

“მოვუწოდებ და ვთხოვ „ქართული ოცნების“ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მეორე ტურში, კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის მიმართ თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირონ. საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად ჩანდა, რომ სახელისუფლო კანდიდატის გუნდს ოზურგეთის განვითარების კონკრეტული პროგრამა ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტი, ჩვენთან დაკავშირებით საუბრობდა. მათი მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტურაჟირება მოხდა, თუმცა მედია თავისუფალია, ქვეყანაში არ ბნელა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა არის სიმართლე და ვის შეუძლია რეალურად ოზურგეთის მომავალი განვითარება უზრუნველყოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

იტვირთბა....