ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, სოფელ შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.
“დარღვევები ძალიან ბევრია. შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩვენმა ვიდეოკამერამ ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების დარბევა იგეგმება სხვადასხვა მეთოდებით, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგებით”, – აღნიშნავს კონსტანტინე შარაშენიძე.