ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო-ს 17:00 საათის მონაცემებით აქტივობა 26.97%-ს შეადგენს

ცესკო 17:00 საათისთვის ამომრჩევლთა აქტივობის სტატისტიკას აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, საღამოს ხუთი საათისთვის 88522 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც საერთო რაოდენობის 26.97%-ს ნიშნავს.

ყაზბეგში 2341 ადამინმა დააფიქსირა თავისი არჩევანი, რაც 44.1%-ია, ხაშურში 27.1%-მივიდა, რაც 13289 ადამიანს გულისხმობს, ბორჯომში აქტივობა მაღალია, რაც 44.8%-ში გამოიხატება, ეს 11886 ამომჩეველს ნიშნავს.

რაც შეეხება ქუთაისს, არჩევნებზე 21546 ამომრჩეველი მივიდა. ეს 14.1%-ია. ოზურგეთში კი აქტივობა ყველაზე მაღალია- საკუთარი არჩევანი 47.2%-მა უკვე გააკეთა. ეს 29424 ადამიანს ნიშნავს.

მარტვილში კი, 10036 ადამიანი მივიდა არჩევნებზე, რაც ამომრჩეველთა 30.7%-ია.

იტვირთბა....