ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც ქალბატონი იჯდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....