ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამდროისთვის ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა

ბორჯომში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერობისთვის მმართველი პარტიიდან ლევან ლიპარტია და “პატრიოტთა ალიანსიდან” ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ამდროისთვის არც ერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

“საარჩევნო პროცესი 30-ვე საარჩევნო უბანზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი განცხადება საჩივარი ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა. სულ, ბორჯომის ოლქში არის 30 საარჩევნო უბანი, 26 ათას 529 ამომრჩეველი. საარევნო უბანზე მისულ ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ერთი, მერის ასარჩევი ბიულეტენი,” – განაცხადა ბორჯომის #36-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან დევიძემ.

იტვირთბა....