პოლიტიკურ ცენტრ “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ, დღეს “TV პირველის” ეთერში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნარკოპოლიკის დეკრიმინალიზაციის შეფერხებაზე, ბარიერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმესგან უნდა ველოდოთ ლიბერალიზაციას, ეს საკონსტიტუციო სასამართლოა.
“ქართული ოცნების” გემოვნება ამ საკითხში არასდროს შეცვლილა. სასამრთლო არის ერთ-ერთი დამთრგუნველი ადგილი. ადამიანები ერთი-ორი ფირფიტა “LSD”-ის გამო გაუშვეს 7-8 წლით ციხეში, მე ვესწრებოდი ამ პროცესებს. მინახავს მოსამართლე, რომელსაც ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ კარგ საქმეს აკეთებდა. სახლში მივიდოდა საღამოს, მშვიდად ჩაეხუტებოდა თავის ოჯახს და იამაყებდა იმით, რა კარგი საქმე ჩაიდინა რომ ერთი ასეთი გარეწარი, დამნაშავე, კრიმინალი ციხეში გაუშვა. სინამდვილეში კი ერთ პატიოსან ადამიანს ცხოვრება გაუნადგურა. ასეთი ტიპის დამოკიდებულება არსებობს ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტაციებში, იქნება ეს მთავრობა თუ სასამართლო.
საკონსტუციო სასამართლო ამ თვალსაზრისით არის გამონაკლისი და მე მჯერა, ჯერ კიდევ დღევანდელი მოცემულობითაც კი მაქვს იმედი, რომ რაღაც ლიბერალიზაცის თუ ვინმესგან უნდა ველოდოთ, ეს საკონსტუციო სასამართლოა. საკონსტუციო სასამართლომ თავისი ნებელობა ამ მიმართულების თვალსაზრისით მოკრძალებული თუ არამოკრძალებული მაინც გამოხატა და ეს დასაფასებელია.” – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და ხუთმა დეპუტატმა ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე კანონპროექტი მოამზადა, რომლის განხილვაც პარლამენტში მომავალი კვირიდან იგეგმება.