ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ გვინდა ჩვენი სტუდენტი სიძულვილის ენით საუბრობდეს”: რა მოხდა ახალგაზრდულ ცენტრში

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტი ანზორ სვიანაძე სასწავლების დირექტორს, ნატალი პატარიძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, დირექტორმა სექსუალურ უმცირესობებზე თავისი უარყოფითი პოზიციის სოციალურ ქსელში დაფიქსირების გამო ცენტრიდან გარიცხა, თანაც ისე, რომ ის პირადად არ გააფრთხილა. როგორც ანზორი აღნიშნავს, მისი გარიცხვის შესახებ მან სოციალურ ქსელ facebook-იდან შეიტყო.

სვიანიძის თქმით, ნატალი პატარიძემ მისი სტატუსები თავის პირად გვერდზე გააზიარა, რასაც მისი მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტის დირექტორის, ნატალი პატარიძის პოსტი facebook-ზე, რომელსაც უარყოფითი კომენტარები მოჰყვა ანზორ სვიანაძეს მიმართ  და რომელიც მან მოგვიანებით წაშალა

 

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე ანზორის ბრალდებებს „იმედის დილაში“ ეხმაურება. მისი თქმით, ცენტრის შიდა განაწესი აგებულია მედია ქარტიის პრინციპებზე, რაც იმას გულისხმობს, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირება სასწავლების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის მიუღებელია:

„ანზორი ერთი წლის წინ ჩვენთან სწალობდა, შემდეგ ისევ მობრუნდა, იმიტომ, რომ უნდოდა სატელევიზიო პრაქტიკა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომბლობთ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და სტაჟირებაზე ვუშვებთ სტუდნეტებს. გასულ წელს კედლებზეც კი გაკრული იყო მეშვიდე და მეათე პუნქტი, სადაც პირდაპირ, ნათლად, შავით თეთრზე წერია, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენის ტირაჟირება. აქ მოხდა არასწორი ინტერპრეტაზია, რომ ჩვენ მოსაზრება შევუსწორეთ ანზორს და მოსაზრების გამო გაირიცხა. ანზორი გაირიცხა სიძულვილის ენის გამო, რომელიც პირდაპირ დევს ჩვენს დებულებასა და შიდა განაწესში. პირველი ლექციებიდანვე იწყება ახსნა, რა არის სიძულვილის ენა და რატომ არ უნდა ისაუბროს ჟურნალისტმა სიძულვილის ენაზე. რა არის ობიექტური ჟურნალისტიკა“- აღნიშნა ნატალი პატარიძემ.

დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ანზორ სვიანიძე მსგავს საკითხზე სხვადასხვა ეტაპზე გააფთხილა, თუმცა მან არ გაითვალისწინა. პატარიძე იმასაც ამბობს, რომ როდესაც ძალადობის ენის ტირაჟირება საჯარო სივრცეში ხდება, ცენტრის შიდა განაწესი ადმინისტრაციას უფლებას აძლევს, რომ გარე სივრცეშივე შეიზღუდოს ეს ძალადობა.

„აუდიტორიაშიც ხშირად ყოფილა ამაზე კამათი, მინიშნება. ეს ანზორის მხოლოდ ერთი სტატუსი იყო ამოღებული, თუმცა ის ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ტირაჟირებდა სიძულვილის ენას. ბევრჯერ ავუხსენით, მაგრამ ვერ მივედით კონსესუსამდე.

არ გვინდა, ჩვენი სტუდენტი, რომელსაც მედიაორგანიზაციებში სტაჟირებებზე გავუშვებთ, საუბრობდეს სიძულვილის ენით. მე ცოტა გაოგნებულიც ვარ, ჟურნალისტიკაში ეს ხომ ანბანია“- აღნიშნა პატარიძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სოციალურ ქსელში ნატალი პატარიძის პოსტს ანზორ სვიანიძის მიმართ უარყოფითი კომენტარები და შეურაცხყოფა მოჰყვა, დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მან აღნიშნული პოსტი facebook-იდან წაშალა.

ანზორ სვიანიძემ ახალაზრდული ცენტრის დირექტორის განცხადებებს ცრუ ინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ის მანამდე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არავის გაუფრთხილებია. ანზორი ამბობს, რომ უსამართლობას არ შეეგუება და მომავალში აქციებსაც აანონსებს.

ნატალი პატარიძე კი აღნიშნავს, რომ მომავალში სტუდენეტებს, რომლებიც მათ მედიაცენტრში მივლენ, ეცოდინებათ, რომ მათი მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას ადმინისტრაციის მიერ მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

იტვირთბა....