ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

უხამსი ხუმრობები, მიშტერება, სტვენა: პარლამენტში სექსუალურ შევიწროებაზე პეტიცია წარადგინეს

მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია მოთხოვნით, სექსუალური შევიწროება კანონით აიკრძალოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა.

პეტიციის ავტორთა მოთხოვნით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ცვლილებები და სექსუალური შევიწროება აიკრძალოს:

“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს – სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიცია მსჯელობისთვის გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.

იტვირთბა....