ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს

მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს. ახალ საკრებულოს გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს. მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი კი ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი, გიორგი ალიბეგაშვილი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.

ალიბეგაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ სამშაბათის სხდომაზე მიიღებენ.

მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან მმართველ გუნდს 40 კაციანი უმრავლესობა ეყოლება, “ნაციონალურ მოძრაობას” – 5 წევრი, “ევროპულ საქართველოს” – 3, “პატრიოტთა ალიანსს” კი 2.

ახალი მოწვევის თბილისის საკრებულოს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა მოუწევს, რომელიც საკრებულოში 15 ნოემბერს უნდა შევიდეს. თბილისის ბიუჯეტი და განაშენიანების რეგულარული გეგმა ის ორი მთავარი დოკუმენტია, რომლის განხილვაც ახალ შემადგენლობას მოუწევს.

მეხუთე მოწვევის საკრებულო საქმიანობას დღევანდელ სხდომაზე დაასრულებს. ძველი შემადგენლობით თბილისის საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

იტვირთბა....