ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილის საჩუქარი მიიღო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით,  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილისგან საჩუქარი მიიღო.  არხის გენერალურმა დირექტორმა  “მოამბის” ეთერში მას მადლობა გადაუხადა.

მაღლაფერიძის თქმით, ამ საკითხზე აჟიოტაჟის მიზეზი ის არის, რომ ხალხი საზოგადოებრივ მაუწყებელს გულშემატკივრობს და ამიტომ გაკეთდა ასეთი მკვეთრი განცხადებები.

“დარწმუნებული ვარ მათ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრობით მოსდით, თუმცა ამან ჩვენ სიკეთეც მოგვიტანა. ამ აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა ტექნიკა. ამ ეტაპზე ის ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან მადლობელი ვართ და მომავალშიც გაგებით და მადლობით შევეგებებით, ვინც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს”, – განაცხადა მაღლაფერიძემ “მოამბის” პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის კომპანიას ორი სხვადასხვა ტენდერის გზით 372 011 ლარს უხდიდა.

23 ოქტომბერს დასრულებული ტენდერის მიხედვით, ბერა ივანიშვილის კომპანიისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი 346 098 ლარად იქირავებს განათებას. მაუწყებელს განათება გადაცემისთვის “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად” სჭირდება.

იტვირთბა....