კარლეს პუჩდემონი ოთხ კატალონიელ პოლიტიკოსთან ერთად ბელგიის პოლიციას დღეს ჩაბარდა. მათ მოსამართლეს 24 საათის განმავლობაში ჩვენება უნდა მისცენ. ამის შემდეგ, მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს გადასცეს თუ არა კატალონიის ყოფილი ლიდერი ესპანეთის ხელისუფლებას.
თავად კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ მზად არის ბელგიის პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის.
პარალელურად, ბრიუსელსა და კატალონიაში პუჩდემონის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. დემოსტრანტების განცხადებით, ესპანეთის მთავრობის მიერ პუჩდემონი პოლიტიკურად იდევნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთმა პუჩდემონისა და მისი მთავრობის ოთხი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი ბელგიას გადაუგზავნა.