როგორც ბელგიური მედია იუწყება, კარლეს პუჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთმა პუჩდემონისა და მისი მთავრობის ოთხი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი ბელგიას გადაუგზავნა. მანამდე, 1 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუჩდემონი კატალონიაში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ბარსელონაში არა პუჩდემონი, არამედ მისი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი გაემგზავრა.