ახალ წლამდე ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი 2.45 იქნება.
ინფორმაციას “imedinews”-ი ავრცელებს.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნზზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ლარის კურსი 2.40-იან ნიშნულზე უნდა ჩამოვიდეს.
“სხვაგვარად წლიური საშულო კურსი ვერ იქნება 2.45. შარშან, სავალუტო ფონდის მსგავსი პროგნოზი თითქმის დაემთხვევა რეალურ მაჩვენებლს. იმის გამო, რომ სავალუტო ფონდი ფლობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით და არ გამოქვეყნებულა საჯაროდ, იგულისხმება შიდა ინფორმაცია, უნდა ველოდოთ რომ კურსი დასტაბილურდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ ლარის გაუფასურების ეკონომიკური ფაქტორების არ არსებობს,”- აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ლარის სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურება “მცურავ კურსს” დაუკავშირა და, იქვე, აღნიშნა, რომ ეს დროებითი იქნებოდა.