ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კოლექტიური მურუსიძის სახით სისტემა “ქართულ ოცნებაში” გადმობარგდა და მას ემსახურება”

ექსპერტმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა “TV პირველის” ეთერში მართლმსაჯულების როგორც პოლიტიკური იარაღის როლზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კოლექტიური მურუსიძე ანუ სისტემა “ქართულ ოცნებაში” გადავიდა და არამარტო მას ემსახურება, არამედ მისი პარტნიორი გახდა.

პოლიტიკისა და სამართლებრივი პროცესების ერთმანეთისგან გამიჯვნა ვერ მოხერხდა არა იმიტომ, რომ მერაბიშვილი ვიღაცას პოლიტ. პატიმრად მიაჩნია და არგუმენტი თვითონ მანიპულირებულია. პოლიტიკური პატიმარია იმიტომ, რომ პატიმრობამისჯილთან ვიღაცამ თავისი სიბრიყვით რაღაც დარღვევა ჩაიდინა და ეს მის დანაშაულს არ ამსუბუქებს. ეს ორი თემა გასამიჯნია და შეგნებულად ხდება ერთმანეთის აღრევა, ვგულისხმობ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას.

კოლექტიური მურუსიძე ანუ სისტემა გადმობარგდა მთლაიანდ “ქართულ ოცნებაში” და არამარტო ემსახურება მას, არამედ მისი პარტნიორი გახდა, კოლექტიური მურუსიძის სახით. ჩვენ ვსაუბრობდით სულ იმაზე, რომ იმ ხელისუფლების დროს სისტემური დანაშაული ჩადენილი იყო. თუ დანაშაული იყო სისტემური, მაშინ ჩვენ უნდა დაგვესაჯა სისტემა და პირველ რიგში პოლიტიკურად. ასე უნდა მომხდარიყო. ჩვენ არ გვეგონოს, რომ მარტო მიშა და ვანო ანგრევდნენ ქვეყანას, მურუსიძეც. მიშაზეა მხოლოდ აქცენტი, პოლიტიკური მართლმსაჯულება ტრიალებს ქვეყანაში. კეზერაშვილი და ახალაია რამდენიმე საქმეში გამართლდნენ. სისტემის მხრიდან მიდის საბოტაჟი. ის ხალხი, ვინც საქმეებს იძიებს თანამონაწილე იყო დანაშაულების. დავინახავთ, რომ შეგნებულად არის საქმეები დანგრეული.” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იტვირთბა....