ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს, დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ.

გარდა ამისა, მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას შეთანხმება, მნიშვნელოვნად, შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაიწყო, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინელ კოლეგასთან საქმიან შეხვედრებს მართავდა.

ამ ეტაპზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება რეგიონიდან მხოლოდ, საქართველოს აქვს გაფორმებული.

იტვირთბა....