“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. მისი დაკითხვა 20 სექტემბერს, ”პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე მისი დაკავების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.
გუნავას განცხადებით, მისი დაკავება პოლიციელების მხრიდან კანონის დარღვევით მოხდა. გუნავა ამბობს, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.
”სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 20 სექტემბერს ”პატრიორტთა ალიანსის” აქციაზე ჩემი დაკავების გამო. მე მოწმის სახით ვარ დაბარებული პროკურატურაში. ჩვენ შევქმნით ქვეყანაში პრეცედენტს, რათა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ძალიან ხშირად არღვევენ კანონს და თავის უფლებამოსილებას ამეტებენ ადმინისტრაციული დაკავების დროს”, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.