ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ავარია მოხდა, რომელსაც მოპედის მძღოლი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოპედი გაჩერებულ ტრაილერებს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაწყო.
შეგახსენებთ, რომ ამავე ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომობილში მყოფი ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ადილზე დაიღუპა.