ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას საკრებულოს ახლად არჩეული წევრი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „მიცუბიში პაჯეროსა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში მყოფი ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ადილზე დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად, „ფორდ ტრანზიტში“ მყოფი სამი მგზავრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საკრებულოს წევრად არჩევამდე, თამაზ ჟორჟოლიანი ზუგდიდის გამგებლის მოადგილე იყო.

იტვირთბა....