ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი სასამართლომ გაამართლა

ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ბერძნული მედიის განცხადებით, კომპენსაციის სახით საქართველოს მოქალაქეს 6 720 ევროს გადაუხდიან. 26 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით 448 დღით იყო დაპატიმრებული.

სასამართლოს დადგენილებით, ციხეში გატარებული თითო დღის სანაცვლოდ მას 15 ევროს გადაუხდიან.

54 წლის არქიმანდრიტი 2014 წლის თებერვალში მოკლეს. იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი ვალის გამო მოკლეს.

იტვირთბა....