ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთის და აგვისტოს ომში დაღუპული მამა-შვილი გზირიშვილები სამხედრო პატივით დაკრძალეს

ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი და მისი მამა, აფხაზეთის ომის დროს დაღუპული ბადრი გზირიშვილი.

მამა-შვილის ნეშტები ტაძარში,  რუსთავის სასაფლაოდან გადმოასვენეს. ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა.

გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

იტვირთბა....