ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე მეეზოვეებს დაჰპირდა, რომ პროგრესი აუცილებლად იქნება

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. მან  საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც იმგზავრა და მგზავრებს არსებულ პრობლემებზე გაესაუბრა.

კალაძე  ქუჩაში ასევე, მეეზოვეებს მიესალმა და გამოელაპარაკა. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს წარმატებები უსურვეს.

„თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს“, – მიმართეს მეეზობეებმა კალაძეს, რაზეც მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა უპასუხა: „პროგრესი აუცილებლად იქნება“.

დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში მივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება.

 

 

იტვირთბა....